დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 29 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 12 735 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 224 155 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 012 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 208 951-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 2 638 იყო.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 2 443-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 25 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 29 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 401 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1 287 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 480 პირია.
NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 930 738 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 451, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8 313, PCR ტესტით - 5138.




























