მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კორონავირუსის 12 941 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5feccb938ec08
თამთა ჯიჯავაძე
30.12.20 23:50
498
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 30 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 12 941 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 225 893 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 738 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 210 445-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 1 494 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 2 481-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 38 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 29 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 389 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1 223 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 480 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 944 930 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 14192, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7074, PCR ტესტით - 7118.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები