დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 28 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 13 386 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 538 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 206 313-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 2 766 იყო.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 2 418-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 41 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 28 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 427 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1 311 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 624 პირია.
NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 917 287 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 4769, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 1955, PCR ტესტით - 2814.




























