დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. სტატისტიკა ჯერ არ განახლებულა პორტალ stopcov.ge-ზე.
864-დან გამოჯანმრთელებულთა რიგებს დღეს კიდევ ერთი პაციენტი შეემატა და ეს რიცხვი 703 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 14-ს შეადგენს.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 2795, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პირი იმყოფება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.