მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კორონავირუსის უკვე 12 შემთხვევაა დადასტურებული - stopcov.ge

5e63473c2b385
თამთა ჯიჯავაძე
07.03.20 11:02
5039
საქართველოში კორონავირუსის უკვე 12 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დღეს ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 11.30 საათზეა ჩანიშნული.

აღნიშნულ ბრიფინგზე გამყრელიძე სავარაუდოდ სწორედ კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე ისაუბრებს. 2 დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული სულ 9 შემთხვევა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები