მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კორონავირუსისგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა

5ea068c26621d
BM.GE
22.04.20 19:51
973
საქართველოში კორონავირუსისგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ ინფორმაცია STOPCOV.GE-ზეა მოცემული. 

ამასთან, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 416-მდე გაიზარდა. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook Live-ის რეჟიმში საუბრისას განაცხადა, ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევიდან, უმრავლესობა, ადრე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან არის და მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. 

ცნობისთვის: კარანტინის რეჟიმში - 5160, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 579 ადამიანი იმყოფება. ამ დროისთვის COVID-19-ით გარდაცვლილია 5 პაციენტი.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები