საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შედეგად, ჯამში ინფექციას 13 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც bm.ge-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა, გარდაცვლილი 75 წელზე მეტი ასაკის მამაკაცია. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
"პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო. უმძიმესი პაციენტი იყო შემოსვლისთანავე", – აღნიშნა ლევან გოფოძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 796 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში 2424 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.