მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კორონავირუსზე ამჟამად 27 456 ადამიანი მკურნალობს

5fd111ac9c9e0
თამთა ჯიჯავაძე
09.12.20 23:50
733
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 27 456 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 174 383 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 4 734 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 145 287-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს, ზრდა 3 895 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 614-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 38 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 9 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 1 126 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 689 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 900 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 647 979 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები