საქართველოში, ბოლო 24 საათში კოვიდ–19–ით ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 76 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 1 768 პირი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა საერთო ჯამში 878 022–მდე გაიზარდა.
ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 922 707-ს შეადგენს. ვირუსს ჯამში, საქართველოში 13 443 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.30%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12%, 7 დღის მანძილზე კი - 5.41%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 115, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.




























