საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოდის. მან ტრიბუნა საქართველოში არსებულ კრიზისს სასაუბროდ გამოიყენა.
"საქართველოში კრიზისი მწვავდება, გასცდა უბრალოდ პოლიტიკურ კრიზისს, გასცდა არჩევნების საკითხს. ჩვენ ახლა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელიც შეიძლება შევაფასოთ როგორც ეგზისტენციალური გამოწვევა", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მმართველი პარტია ქვეყნის რუსული სტილის მმართველობაში დაბრუნებას ცდილობს.
"ჩვენ დღეს ვართ ერი რეპრესიების ქვეშ. ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური ლიდერები მიჰყავთ პოლიციაში და გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ. ახლა, როდესაც აქ ვდგავარ ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის სასამართლო მიმდინარეობს და შესაძლოა 11 წელი მიუსაჯონ იმისთვის, რომ პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. ისინი იყენებენ რუსულ ტაქტიკას, იარაღად იყენებენ პოლიციას, მართლმსაჯულებას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. არის ცნობილი შემთხვევა, მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც დააკავეს მარტივად საკუთარი საქმის კეთების, მშვიდობიანი დემონსტრაციის გაშუქებისთვის. ასევე, სტუდენტები, რომლებსაც ბრალს სდებენ, რომ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ. ეს ადამიანები კრიმინალები არ არიან, უბრალო მოქალაქეები არიან, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების. დღეს საქართველოში დემოკრატიული მომავლის რწმენა საკმარისია, რომ ციხეში ჩაგსვან",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.