მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კვერცხის იმპორტი გასამმაგდა - მთავარი მომწოდებელი თურქეთია

იმპორტი

საქართველოში წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 48 მილიონ 241 ათასი ცალი კვერცხი შემოვიდა, რისთვისაც ქვეყნიდან 5 მილიონ 347 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტის მოცულობა გასამმაგებულია, ხოლო ღირებულება შეიძლება ითქვას, რომ გაორმაგებული.

ოფიციალური სტატისტიკით ბოლო 5 წლის განმავლობაში კვერცხის იმპორტის სტატისტიკა ასეთია:

2019 წელი - $1.9 მლნ, 21.5 მლნ ცალი;

2020 წელი - $2 მლნ, 24 მლნ ცალი;

2021 წელი - $207 ათასი, 7.5 მლნ ცალი;

2022 წელი - $3.5 მლნ, 16.3 მლნ ცალი;

2023 წელი - $5.3 მლნ, 48.2 მლნ ცალი.

აღნიშნულ პერიოდში ფრინველის ნაჭუჭიანი კვერცხის მთავარი მომწოდებელი წლების განმავლობაში თურქეთია. მეზობელი ქვეყნიდან მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 5 მილიონ 155 ათასი დოლარის ღირებულების 47.529 მლნ ცალი კვერცხი შემოვიდა.

მცირე მოცულობებით საქონლის იმპორტი ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან მოხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა კვერცხის ექსპორტიც, რაც სრულად ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. თუმცა ქვეყნიდან კვერცხის რეალიზების მაჩვენებელი მცირეა. ამ პერიოდში 2 მილიონ 970 ათასი დოლარის ღირებულების 8 მილიონ 426 ათას ცალზე მეტი კვერცხი გავყიდეთ. ექსპორტი სომხეთში ($1.5 მლნ, 4.134 მლნ ცალი), არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა ($984 ათასი, 2 მილიონ 592 ათასი ცალი) და აზერბაიჯანში ($437 ათასი, 1 მილიონ 700 ათასი ცალი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები