მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ლობიოს იმპორტი 86.3%-ით შემცირდა - სად ვყიდულობთ?

ლობიო

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ლობიოს იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა მხოლოდ 5 ტონა ლობიო, რომლის ღირებულებამ 3 ათასი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტი 29 ტონა იყო, ჯამური ღირებულებით 22 ათასი დოლარი. შესაბამისად, წლიურად ლობიოს იმპორტი ღირებულებაში 86.3%-ით, ხოლო მოცულობაში 82.7%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის 2 თვეში, საქართველოსთვის ლობიოს მთავარ მომწოდებლად თურქეთი რჩება.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2025 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ლობიოს ღირებულებამ 401 ათასი დოლარი შეადგინა, მოცულობამ კი - 670 ტონა. 2024 წელს ეს მაჩვენებლები 394 ათასი დოლარის ღირებულების 691 ტონა ლობიოს შეადგენდა.

ამ მონაცემებით, 2025 წელს იმპორტის ღირებულება 1.7%-ით გაიზარდა, თუმცა მოცულობა 3%-ით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ იმპორტირებული ლობიო შარშან უფრო ძვირად გვქონდა შეძენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები