მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ლუდს 4 მსხვილი და 42 მცირე კომპანია აწარმოებს - Galt & Taggart-ი მიმოხილვას აქვეყნებს

ლუდი

სექტორში 4 ძირითადი მწარმოებელია - ლომისი, ქართული ლუდის კომპანია, გლობალ ბიერ ჯორჯია და არგო, რომლებიც ლუდის გარდა არაალკოჰოლურ სასმელებსაც აწარმოებენ.

Galt & Taggart-მა ლუდის სექტორის 2023 წლის, დეკემბრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცენულია ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების წილი სექტორის ჯამურ შემოსავლებში.

საქართველოში ლუდს 4 მსხვილი და 42 მცირე კომპანია აწარმოებს, ესენია: "ლომისი", "ქართული ლუდის კომპანია", "გლობალ ბიერ ჯორჯია" და "არგო", რომლებიც ლუდის გარდა არაალკოჰოლურ სასმელებსაც აწარმოებენ.

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების წილი სექტორის ჯამურ შემოსავლებში ცვალებადია და 2022 წელს მათი ბაზრის წილი მცირე ლუდსახარშების ხარჯზე შემცირდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2018-დან 2021 წლამდე, "სხვა" ლუდის მწარმოებლების წილი ჯამურ ბრუნვაში მზარდია.

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები ადგილობრივი ბრენდების გარდა ასევე აწარმოებენ საერთაშორისო ბრენდის ლუდსაც ლიცენზიის საფუძველზე.

მაგალითად, ლომისს აქვს AB InBev-ის და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია (Corona, Staropramen, Lowenbrau),გლობალ ბიერ ჯორჯიას - Heineken-ის, ქართული ლუდის კომპანიას - Carlsberg-ის და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია.

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები ასევე აწარმოებენ არა-ალკოჰოლურ სასმელებსაც. 2022 წელს, ლუდის წარმოების ღირებულებამ ₾294.7 მლნ შეადგინა, ხოლო არა-ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებულმა შემოსავალმა ₾213.0 მლნ.

ამასთან, 2016-23 წლებში ლუდის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები წლიურად საშუალოდ 15.1%-ით, ხოლო არა-ალკოჰოლური სასმელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ 19.7%-ით იზრდებოდა. შესაბამისად, ამ პერიოდში ჯამურ შემოსავალში ლუდის წილი შემცირებულია 62.9%-დან 56.3%-მდე.

2023 წლის სამ კვარტალში კომპანიების ჯამური ბრუნვა ₾446 მლნ-მდეა გაზრდილი (წლიურად 15.2%) და წლის ბოლომდე სავარაუდოდ ₾585 მლნ-ს მიაღწევ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები