მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მედიანური ხელფასი 900 ლარია - საქსტატი

6343d2daa88ad
გიორგი თოლორდავა
10.10.22 12:10
2323
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს მედიანური ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში მედიანური ხელფასი 900 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, მედიანური ხელფასი ასახავს ანაზღაურებას, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს.  

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი
დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 509 ლარი;
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 386 ლარი;
⦁ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1298 ლარი;
⦁ მშენებლობა - 1 276 ლარი;
⦁ სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 273
ლარი.

“მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის
გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) იწყებს შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

საქსტატმა დღეს 2021 წლის საშუალო ხელფასის ამსახველი ანგარიშიც გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო ხელფასი 1,191 ლარიდან 1,304 ლარამდე გაიზარდა.

2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 368 ლარი (+9.8%);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 075 ლარი (+12.0%);
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 030 ლარი (+7.7%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები