მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში Mercedes-Benz-ის შემოსავლები 216 მილიონ ლარამდე გაიზარდა

Mercedes

საქართველოში გერმანული გიგანტის, Mercedes-Benz-ის გენერალური დისტრიბუტორია კომპანია “აკა”. კომპანიამ 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 4 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 216.7 მილიონ ლარს მიაღწია.

გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2023 წელს შპს "აკას" მოგება 33.6 მილიონი ლარი იყო, 2024 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 34.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 3.5%-იანი ზრდაა.

“მერსედესის” ცენტრის ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება:

• ახალი ავტომობილების რეალიზაცია - 193.8 მილიონი ლარი;
• ავტომობილების ნაწილების რეალიზაცია - 15 მილიონი ლარი;
• მეორადი ავტომობილების რეალიზაცია - 2.9 მილიონი ლარი;
• შემოსავალი მომსახურებიდან - 4.6 მილიონი ლარი;
• მთლიანი შემოსავალი - 216.7 მილიონი ლარი.

კომპანია “აკას” შოურუმი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 172.3 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 11 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯებიც.

კომპანიის აქტივები 112 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიას სამი აქციონერი ჰყავს, ესენია - სალომე ასათიანი - 27%; მაკა ასათიანი - 27%; ლუიზა თავართქილაძე - 46%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები