მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში მეწარმეობის ცენტრი დაფუძნდება, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს დაეხმარება“

ფადი ასლი
ალა ისპირიანი
27.01.23 00:00
725

ICC Georgia-ს თავმჯდომარის, ფადი ასლის თქმით, 2023 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო ბორდის პირველი შეხვედრის მთავარი ფოკუსი მეწარმეობის ცენტრის საქართველოში დაფუძნებაზე გაკეთდა.

მან გადაცემა „ანალიტიკაში“ თქვა, რომ სპეციალურად ამ ცენტრის დაფუძნებისთვის საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

ფადი ასლის განმარტებით, ცენტრი მთელ რეგიონს დაფარავს და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს განვითარებაში დაეხმარება.

„მიმაჩნია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის როლი გლობალურად არის სწორედ ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და როგორ არ გახდენენ დამოკიდებულები მთავრობის სუბსიდიებსა თუ ხელოვნურ დასაქმებაზე.

ჩვენი გენერალური მდივანი საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდა. ცენტრი მხარს დაუჭერს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს, რომ განვითარდნენ, გაზარდონ შემოსავლები, გამდიდრდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის ზრდაში“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები