საქართველოში უკვე 14 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ, ორი კვირის წინ განაცხადა რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს - 2028 წლამდე აჩერებს. საპროტესტო ტალღა არ წყდება და ამ განწყობამ მოიცვა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებიც. არაერთ ქვეყანაში ჩატარდა საპროტესტო აქცია და სწორედ ამ ფორმით ისმოდა ემიგრანტების ხმა. დაახლოებით ორი კვირის წინ აქცია გაიმართა ნორვეგიაშიც. ქართველების ოსლოში საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ და ამ ფორმით გამოხატეს სოლიდარობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორ ჩანს ქვეყანაში არსებული ვითარება შორიდან და როგორია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მოლოდინები?
სტუმარი: ნათია ყურუა - “ღვინოს” თანადამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად