მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტი რეკორდულია - სად ვყიდულობთ?

ბოთლები

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მინის ბოცების, ბოთლებისა და სხვა ტევადობების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. კერძოდ, საქართველომ გასულ წელს 78.6 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტი შეიძინა, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოსთვის მინის ბოცებისა და ბოთლების მთავარი მომწოდებელი რუსეთია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 62% მოდის. რუსეთიდან იმპორტი წლიურად 11%-ით გაიზარდა. მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი, 22%-იანი წილით, სომხეთია.

უფრო დეტალურად, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები 33 ქვეყნიდან შემოდის, TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  • რუსეთი - 48.6 მლნ დოლარი;
  • სომხეთი - 17.4 მლნ დოლარი;
  • ჩინეთი - 2.6 მლნ დოლარი;
  • საფრანგეთი - 1.4 მლნ დოლარი;
  • უზბეკეთი - 1.36 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 1.35 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 1.1 მლნ დოლარი;
  • იტალია - 951.5 ათასი დოლარი;
  • ყაზახეთი - 708.2 ათასი დოლარი;
  • მოლდოვა - 647 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს 1.6 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 88 630 დოლარის პროდუქტი რეექსპორტზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები