საქსტატის მონაცემებით, 11 თვეა საქართველოში მარგარინი იაფდება. პროდუქტზე ფასის კლება გასული წლის აპრილიდან დაიწყო, მიმდინარე წლის თებერვალში კი, წლიურად 19%-ით შემცირდა.
საიდან შემოდის საქართველოში მარგარინი?
საქართველოსთვის მარგარინის ორი უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთი და რუსეთია. ქვეყანამ 2023 წელს ჯამში 29.2 მილიონი დოლარის მარგარინი იყიდა, რაც 2022 წლის რეკორდულ, 61 მილიონი დოლარის იმპორტს 52%-ით ჩამორჩება. მარგარინის იმპორტის შემცირება ძირითადად რუსეთთანაა დაკავშირებული, ვინაიდან გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტის 78%-იანი კლება დაფიქსირდა. ამ ფონზე, რუსეთმა მარგარინის მთავარი მომწოდებლის პოზიცია თურქეთს დაუთმო.
2023 წლის მონაცემები, საქართველომ ყველაზე მეტი მარგარინი შემდეგ 5 ქვეყანაში იყიდა:
- თურქეთი - 8.2 მლნ დოლარი;
- რუსეთი - 7.7 მლნ დოლარი;
- უკრაინა - 3.7 მლნ დოლარი;
- პოლონეთი - 3 მლნ დოლარი;
- აზერბაიჯანი - 2 მლნ დოლარი.