მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მიწაზე საკუთრების უფლება ზედმიწევნით მოწესრიგდება - რატი ბრეგაძე

639c4f55eca87
BM.GE
16.12.22 15:05
704
საქართველოს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა - რატი ბრეგაძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

„დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეალობა, როდესაც დაახლოებით 1 მილიონ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მქონეთა ვინაობა არის გაურკვეველი. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მიზნად ისახავს გაირკვეს ყველა მესაკუთრის ვინაობა, იქნება ეს კერძო პირი, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტი და გადაიჭრას ეს პრობლემა, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე აწუხებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წლის პირველი იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. 

"რეფორმა მიმდინარეობს სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ საზღვრებს.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აზომილია 155 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 59 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთზე. სისტემური რეგისტრაცია სრულად დასრულდება 2024 წლის ბოლოს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები