მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი $107 მილიონამდე შემცირდა - საიდან ვყიდულობთ

iphone 16 აიფონი აიფონ 16 apple ეფლი

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 107 მილიონი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა. იმპორტის ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3 მილიონი დოლარით, ანუ 0.3%-ით ნაკლებია.

საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ყველაზე მეტი 62.7 მილიონი დოლარის მობილური ტელეფონები კვლავ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შეიძინა, რაც თავის მხრივ მსოფლიოში ტელეფონების რეექსპორტის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენს. მეორე ადგილზეა 21.4 მილიონი დოლარით ჩეხეთი, რაც ასევე ტელეფონების რეიმპორტს წარმოადგენდა, მესამე პოზიციას კი 13 მილიონი დოლარით ვიეტნამი იკავებს. პირდაპირ ჩინეთიდან იმპორტი 4.1 მილიონ დოლარს, ჰონკონგიდან კი 3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტელეფონების იმპორტი შემცირდა 2024 წელსაც. თუკი 2023 წელს ქვეყანამ 285 მილიონი დოლარის 878 ათასი ცალი ტელეფონი შეიძინა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 252 მილიონ დოლარამდე და 828 ათას ტელეფონამდე შემცირდა.

არსებული მდგომარეობით საქართველოში იმპორტირებული ერთი ტელეფონის საშუალო ღირებულება 304 დოლარს, ანუ 824 ლარს შეადგენდა. ამას თავის მხრივ ემატება დღგ-ის 18%, რის შედეგადაც ერთი ტელეფონის იმპორტის საშუალო ღირებულება 973 ლარს აღწევს. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე ერთი ახალი ტელეფონის საშუალო საიმპორტო ფასი დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები