საქართველოში მოპოვებული 10 ათას ტონამდე ნედლი ნავთობი აუქციონზე იყიდება.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ აუქციონზე დაახლოებით 8000 ტონა Georgian Light -ის მარკის ნავთობი და სავარაუდოდ 2000 ტონა Georgian Heavy ტიპის ნავთობი გამოიტანა.
აუქციონი 6 ნოემბერს გაიმართება. გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი 6 თვით განისაზღვრება.
ერთი ნეტო ბარელი ნედლი ნავთობის საბოლოო ღირებულება გამოიანგარიშება დოლარში და დაანგარიშდება შემდეგნაირად: “ხელშეკრულების” ხელმოწერის დღეს და მის მომდევნო ორ დღეს &P Global, Inc.“-ის გამოცემაში გამოქვეყნებული Urals CIF Med - Georgian Heavy -ის ნედლი ნავთობისთვის და Dated Brent – Georgian Light -ის ნედლი ნათობისთვს.
აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება “კორპორაციის” მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის 5.70 დოლარის მიმართ (ფასდაკლება ერთ ბარელ ნავთობზე) სავაჭრო 0,20 (ნოლი მთელი ორიმეათედი) აშშ დოლარის ბიჯით შემცირებით.
20 ოქტომბრის მონაცემებით, 1 ბარელი Georgian Light -ის მარკის ნავთობის ფასი 95 დოლარია, Georgian Heavy -ს ტიპის ნავთობი 87 დოლარი ღირდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოში 39.1 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, საიდანაც 17 ათასი ტონა სახელმწიფოს წილი იყო.