საქსტატმა კერძო სექტორში ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელი შეისწავლა. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით გამოკვლეული კომპანიების 95%-ს გააჩნდა ინტერნეტთან წვდომა.
საქსტატის თანახმად, საწარმოთა 4.1 პროცენტს ჰქონდა საქონლისა და მომსახურების ვებ გაყიდვები, რომელთა 81.0 პროცენტს შეადგენდა გაყიდვები კერძო მომხმარებლებზე (B2C), 16.8 პროცენტს - გაყიდვები სხვა საწარმოებზე (B2B) და 2.2 პროცენტს გაყიდვები საჯარო სექტორზე (B2G).
რაც შეეხება სოციალური მედიის ათვისებას, Facebook, Linkedin და სხვა პლატფორმები ჰქონდა კომპანიების 28.5%-ს, ხოლო 62.8% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.