აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.8%-იანი ზრდით, რამაც 2.76 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წლიურ ჭრილში კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.7%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 9.3%-იანი ზრდით, რაც 5.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.




























