საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება: ეს მხოლოდ სიტყვები არაა. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
"220 დამკვირვებლით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელვადიანი ერთგულების ხელშესახები გამოვლენაა",- წერია განცხადებაში.




























