საქართველოში მზის ენერგიის ასოციაცია დაფუძნდა. ამის შესახებ BMG-ის Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ განუცხადა. ასოციაცია ჯერჯერობით 16 კომპანიას აერთიანებს.
“კომპანიების რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ერთიანი სტანდარტები შევიმუშაოთ და ბაზარი უხარისხო პროდუქციისგან დავიცვათ. არ გვინდა, ისეთი ვითარება შეიქმნას, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, როცა დარგის განვითარებასთან ერთად ძალიან ბევრი უხარისხო პროდუქტი დამონტაჟდა. გვინდა, რომ ეს პროცესი ვაკონტროლოთ. ამ ასოციაციის მიზანია დარგის პოპულარიზაცია და ეს არა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, არამედ მთლიანად ასოციაციამ უნდა გააკეთოს", - აღნიშნა დარჯანიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რეგულაციების მხრივ მდგრადობაზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ დარგის ხელშეწყობასა და ინვესტორების დაინტერესებაზე მუშაობა.