საქართველოში ნამდვილად არის ინტელექტუალური შესაძლებლობა, რომ პაციენტი სამკურნალოდ უცხოეთში არ წავიდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში უწყების ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას უდიდესი აკადემიური ტრადიცია აქვს სამედიცინო მიმართულებით, რაც შეიძლება ბევრი მიმართულებით განვითარების საშუალება იყოს.
"მედიცინის სფეროში, ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი აკადემიური ტრადიციები აქვს და მათ დანატოვარზე შეიძლება ძალიან ბევრი მიმართულების განვითარება.
საქართველოში ნამდვილად არის ინტელექტუალური შესაძლებლობა და არა მხოლოდ, რომ პაციენტი მკურნალობას უცხოეთში არ არჩევდეს. თუ ამას მოვინდომებთ, ეს მარტივად მიღწევადი შეიძლება აღმოჩნდეს",- აცხადებს სარჯველაძე.