მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ეწვია

არაბთა გაერთიანებული საამიროები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის ლიდერების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა იმართება, რომელშიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები