ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში კორუფციისა და ოლიგარქიის რისკების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველო ოლიგარქიული გავლენების რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანაა. აღნიშნული ანგარიში ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრმა მოამზადა.
ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად რომ საქართველოს მხოლოდ ორი მილიარდერი ჰყავს, მშპ-სთან მიმართებით ოლიგარქთა ქონება 10%-ს აღემატება, ხოლო მათგან ერთი მმართველი პოლიტიკური პარტიის დამფინანსებელია.
"ჩვენ ვხედავთ ოლიგარქიის რისკს საქართველოში, ქვეყანაში რომელიც არ არის მდიდარი ოლიგარქების რაოდენობით, თუმცა, ორი უმდიდრესი პირის ქონება მშპ-ს 10%-ს აღემატება, მათგან ერთი კი არსებული მმართველი პარტიის სპონსორია", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნეგატიურად არის შეფასებული საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ ვითარების გაუარესება. ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით კი აღნიშნულია რომ ვითარება უცვლელია.




























