მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ოპოზიციამ მოსახლეობას პოლიტიკური ალტერნატივა უნდა შესთავაზონ - ევროპარლამენტარი

ნაჩო სანჩეს ამორი

ევროპარლამენტმა ნაჩო სანჩეს ამორმა დღეს, 25 თებერვალს, ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველოში ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, დემოკრატიის დასაბრუნებლად მოქალაქეებს ალტერნატივა შესთავაზონ.

„ვიზიარებ ჩემი კოლეგების სიტყვებს და განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო რასას [იუკნევიჩიენეს], რადგან რასა არა მხოლოდ მომხსენებელია, არამედ არის ღერძი, რომლის ირგვლივაც კავკასიით დაინტერესებულ ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკა და ვფიქრობ, ეს შესანიშნავია.

მინდა დავამატო მოწოდება საქართველოში ოპოზიციური ძალების მიმართ. ისინი უნდა იყვნენ დიდსულოვანი, მათ უნდა შექმნან ერთგვარი საერთო შეთავაზება. მე არ ვსაუბრობ საარჩევნო ალიანსებზე, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად ანადგურებს ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა მათ უნდა სცადონ, შესთავაზონ პოლიტიკური ალტერნატივა ქვეყანაში დემოკრატიის დასაბრუნებლად. ეს არის ერთ-ერთი ის ამოცანა, სადაც ჩვენ გვაქვს ვალდებულება, დავეხმაროთ ამ პარტიებს ძალების მობილიზებაში, რათა ერთმანეთს შორის ურთიერთგაგების ამ დონეს მიაღწიონ", - განაცხადა მან.

დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რასას იუკნევიჩიენეს ანგარიშს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები