მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ოცამდე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს - Galt&Taggart

ფასების ინდექსი

Galt&Taggart-ის სექტორების კვლევის მიხედვით, 2022-23 წლებში ბრენდული სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ, დაახლოებით 12 ბრენდული სასტუმროს მშენებლობა შეწყდა.

ამჟამად კი, დაახლოებით 20-მდე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, მაშინ როცა წინა წლებში ეს რიცხვი 30-35-ს აღწევდა.

კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 14 ბრენდული სასტუმრო
გაიხსნა თითქმის 2,000 ახალი ნომრით. ახალი სასტუმროების უმეტესობა თბილისში მდებარეობს.

2023 წლის მდგომარეობით, თბილისში 28 ბრენდული სასტუმრო მდებარეობს, ბათუმში 9, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8.

ბრენდული სასტუმროების ოთახების რაოდენობა 2023 წლის მდგომარეობით საქართველოში ასეთია:

თბილისი - 4 061, ბათუმი - 1 344, დანარჩენი საქართველო - 708. გასულ წელს საქართველოს ბრენდულ სასტუმროებში ჯამურად 6 113 ნომერი იყო, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია, პანდემიამდელი 2019 წლის მაჩენებელზე კი, 36.1%-ით.

ტურიზმის სექტორის კვლევა აჩვენებს, რომ გაზრდილი მიწოდების ფონზე, მსხვილ სასტუმროებში ფასები გაიზარდა, თუმცა დატვირთულობა შემცირდა. ფასის ზრდის მიზეზად გაზრდილი საოპერაციო ხარჯები სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები