მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ოვერდრაფტების ვადაგადაცილება გაიზარდა - რა სესხებია ყველაზე მეტად ვადაგადაცილებული

ფული

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საბანკო სექტორის ₾69.9 მილიარდიანი საკრედიტო პორტფელიდან 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია 1.2 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები, რაც მთლიანი პორტფელის 1.8%-ია. ვადაგადაცილების წილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ვადაგადაცილების მატება ძირითადად დაკავშირებულია როგორც ფიზიკური პირების სესხების ვადაგადაცილების მატებასთან, ასევე მცირე და საშუალო სეგმენტის ბიზნესების კრედიტების ვადაგადაცილებასთან.

ფიზიკური პირების სესხებს შორის ვადაგადაცილებით პირველ ადგილზეა ოვერდრაფტები, სადაც მთელი მოცულობის 8.1% არის ვადაგადაცილებული. ამ მიმართულებით უმოქმედო სესხები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ფიზიკური პირების სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებლები ასე ნაწილდება (დალაგებულია ვადაგადაცილების წილის მიხედვით)

სექტორი პორტფელი - ლარები ვადაგადაცილება - ლარები ვადაგადაცილების წილი
ოვერდრაფტები 76,911,000 6,266,000 8.1%
საკრედიტო ბარათები 563,396,000 13,018,000 2.3%
მომენტალური განვადება 593,950,000 10,866,000 1.8%
სამომხმარებლო სესხები 14,112,066,000 179,496,000 1.3%
საცალო ლომბარდული სესხები 472,882,000 4,192,000 0.9%
სატრანსპორტო სესხები 319,697,000 2,345,000 0.7%
იპოთეკური სესხები 13,286,651,000 93,895,000 0.7%
სწრაფი სესხები (Pay Day Loans) 694,000 1,000 0.1%
სტუდენტური სესხები 8,644,000 7,000 0.1%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები