მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Parfois-ი დაბრუნდა - პირველი მაღაზია უკვე გაიხსნა

63496e04e8478
ვიქტორია მღებრიშვილი
14.10.22 18:14
11852
საქართველოს რითეილ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდი „პარფუა“ დაბრუნდა. მაღაზიათა ქსელი კომპანია „რიტეილ გრუპ ჯორჯიამ“ შემოიყვანა და პირველი მაღაზია „თბილისი მოლში გახსნა“.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ ბრენდი სრულიად ახალი კონცეფციით დაბრუნდა.

„თუ ადრე „პარფუა“ მხოლოდ აქსესუარების მაღაზია იყო, დღეს მაღაზიაში წარმოდგენილია ფეხსაცმელი და სამოსიც. მაღაზია დღეს გავხსენით და პირველივე საათებიდან ძალიან კარგი სტარტი გვქონდა“, - აღნიშნა მაღალაშვილმა.



ამ ბრენდთან ერთად „რიტეილ გრუპ ჯორჯიამ“ „იპეკიოლის“ მეორე მაღაზია „სითი მოლში“ გახსნა. ბრენდის პირველი მაღაზია კომპანიამ პანდემიის პერიოდში, თბილისი მოლში გახსნა.

„შემდეგი 5 წლის განმავლობაში საქართველოში ამ ბრენდების არაერთ ფილიალს გავხსნით“, - აღნიშნა „რიტეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა.



როგორც რეზო მაღალაშვილმა აღნიშნა, ორივე ლოკაციაზე დაახლოებით 12 ადამიანი დასაქმდა. დღეისთვის კი „რიტეილ გრუპ ჯორჯია“ 750 სამუშაო ადგილს ქმნის.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათთან დასაქმებულების რაოდენობა 100-ით გაიზარდა.

ახალი მაღაზიების გახსნისთვის კომპანიის მიერ განხორციელებულ ინვესტიციაზე მაღალაშვილი არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „რიტეილ გრუპ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა კომპანია Alhokair Fashion Retail-მა, 2012 წლიდან საქართველოში შემოსვლის შემდეგ, 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები