მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში პენსია საჭირო ხარჯების 22%-ს ფარავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია - კვლევა

პენსია

HR კომპანია Moorepay-ის კვლევის თანახმად, ევროპის 39 ქვეყნიდან 20-ში პენსია ვერ ფარავს ცხოვრებისთვის აუცილებელ ხარჯებს (ქირის გამოკლებით). მათ შორის საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს და სიის ბოლოშია.

39 ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში, სახელმწიფო პენსიის მიერ ცხოვრების ღირებულების დაფარვის მაჩვენებელი მერყეობს საქართველოს 22%-დან ლუქსემბურგის 225%-მდე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში პენსია თითოეული ადამიანის შემთხვევაში საჭირო ხარჯების ნახევარზე ნაკლებს, მხოლოდ 22%-ს ფარავს.

მაგალითად, ლუქსემბურგში წლიური სახელმწიფო პენსიის საშუალო ოდენობა 28,790 ევროა, ხოლო ცხოვრების საშუალო ხარჯი 12,791 ევრო. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსია ხარჯებს ორჯერ აღემატება.

რეიტინგში მაღალი მაჩვენებლით ლუქსემბურგი, იტალია და ფინეთი გამოირჩევა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოში, ალბანეთსა და უკრაინაშია.

რეიტინგი, თუ ცხოვრების ღირებულების რა ნაწილს ფარავს საშუალო სახელმწიფო პენსია (ქირის გამოკლებით) ასე გამოიყურება:

მონაცემები წარმოდგენილია ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯებსა და საშუალო პენსიაზე 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის.

ცნობისთვის, საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზარდა და 495 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერები უკვე თითქმის 594 ლარს იღებენ. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და 370 ლარით განისაზღვრა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 444 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები