მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პომიდვრის იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პომიდორს?

ექსპორტ-იმპორტი

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ან შეყინული პომიდვრის ექსპორტი გაორმაგდა. ჯამში ქვეყნიდან 2 მილიონ 698 ათასი დოლარის ღირებულების 2 235 ტონა პომიდორი გაიყიდა. შესაბამისად, ექსპორტის ღირებულება 97.6%-ით, ხოლო მოცულობა 79.1%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მთლიანი ექსპორტიდან თითქმის ნახევარი ადგილობრივ პომიდორზე მოდის. ექვს თვეში საქართველოდან 1.2 მლნ დოლარის ღირებულების 1 203 ტონა ადგილობრივი წარმოების პომიდორი გაიყიდა.

საერთო ჯამში იანვარ-ივნისში პომიდვრის როგორც ადგილობრივის, ასევე რეექსპორტირებულის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთი და თურქეთი იყო. წელს პომიდორი სულ სამ ქვეყანაში გაიყიდა:

1. რუსეთი - 1.5 მლნ დოლარი, 1 244 ტონა; 
2. სომხეთი - 1.1 მლნ დოლარი, 972 ტონა; 
3. კატარი - 18 ათასი დოლარი, 18 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში ახალი ან შეყინული პომიდვრის შესყიდვის მაჩვენებლები ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 7 მილიონ 897 ათასი დოლარის ღირებულების 18 968 ტონა პომიდვრის იმპორტი განხორციელდა, რაც ღირებულებაში გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 59.3%-ით, მოცულობას კი 32.3%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში ქვეყანაში პომიდორი სულ 6 ქვეყნიდან შემოვიდა, ძირითადი იმპორტიორი კი თურქეთი იყო. ქვეყნების რეიტინგი, საიდანაც პომიდორი შევიძინეთ:

1. თურქეთი - 7.8 მლნ დოლარი, 18 781 ტონა; 
2. ირანი - 70 ათასი დოლარი, 154 ტონა; 
3. ეგვიპტე - 13 ათასი დოლარი, 9 ტონა; 
4. სირია - 9 ათასი დოლარი, 23 ტონა;

ამავე პერიოდში პომიდვრის იმპორტი უმნიშვნელო მოცულობებით საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან მოხდა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები