დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში "ომიკრონის" 144 შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში ვირუსმა კიდევ 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
stopcov.ge-ს თანახმად, გამოვლინდა covid-19-ის 796 შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 291 პაციენტი.




























