მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ გადატანილი ტვირთების მოცულობა 93%-ით შემცირდა

სატვირთო გადაზიდვები

2023 წლის II კვარტალში საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავიაკომპანიების მერ გადატანილი ტვირთის მოცულობა შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 10.3 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 16.7 მლნ. ტონა-კილომეტრია. 2022 წლის II კვარტალთან შედარებით შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (92.9%), ასევე ტვირთბრუნვის (93.9%) მოცულობა.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.4 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 41.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის II კვარტალში მიიღო 731.8 ათასი მგზავრი (45%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 699.8 ათასი მგზავრი (37.2%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). 

აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.7% რეგულარულ ფრენებზე მოდის. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის II კვარტალში 6.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 32.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები