მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[საქართველოში] საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას - ბელგიის პრემიერი

ალექსანდერ დე კრუ

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.

დე კრუ 5 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით.

"ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის და მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით.

საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.

[სალომე ზურაბიშვილთან] საუბარში ხაზი გავუსვით დიალოგის აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად",- დაწერა ბელგიის პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები