მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში საფრანგეთის მომავალი ელჩი ოლივიე კურტო იქნება

საქართველო
BM. GE
23.08.25 19:00
856

საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განკარგულებას ხელი 7 აგვისტოს მოაწერა, თუმცა ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. კურტო საფრანგეთის რიგით მე-11 ელჩი იქნება და ჩაანაცვლებს შერაზ გასრის, რომელმაც 3-წლიანი მოღვაწეობა საქართველოში 2022 წელს დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.

როგორც პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული განკარგულებიდან ვიგებთ, კურტო აქამდე უფროსი ადმინისტრატორის პოზიციას იკავებდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მას დიპლომატიურ სფეროში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. კერძოდ, მან პორტუგალიაში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივნის პოსტზე გარკვეული პერიოდი გაატარა. მომავალი ელჩი 2005-2009 წლებში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში ევროპის საკითხებში მრჩევლადაც მუშაობდა. ასევე იყო საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის შტაბის უფროსი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად BMG საქართველოში საფრანგეთის საელჩოსაც დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მომავალი ელჩის შესახებ ინფორმაცია სრულად ორშაბათს გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები