საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი ზრდას აჩვენებს. 2026 წლის მეორე კვარტალის ბოლოს, საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა და 546 მილიონ ლარს მიაღწია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარზე, 11 აქტივების მმართველი კომპანია და 24 საინვესტიციო ფონდი იყო წარმოდგენილი. ყველაზე დიდი პორტფელი ამ ეტაპზე თიბისი აქტივების მართვას აქვს 358.4 მლნ ლარის მოცულობით. მეორე ადგილზეა "ბი ოუ ჯი აქტივების მართვა 95.9 მლნ ლარით, სამეულშია "ფორსაით ინვესტმენტ გრუპი" ₾73.8 მილიონით. ხუთეულშია "გაზელ ფაინენს ჯორჯიას" ₾12.6 მლნ, "ქეშ ფლას ქეფითალი" 3.5 მლნ ლარით. საინვესტიციო ფონდები და აქტივების მმართველი კომპანიების პორტფელში კორპორაციული სესხები და სასესხო ფასიანი ქაღალდები ლიდერობს.



























