მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სამაცივრე მეურნეობების 70.3% კრედიტებით სარგებლობს - როგორია დატვირთვა?

648ad76b59a03
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.23 14:49
1116
საქართველოში მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 70.3% სესხით სარგებლობს. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სამაცივრე მეურნეობების წლიურ შედეგებშია აღნიშნული.

ოფიციალური მონაცემებით, სამაცივრეების 53.4%-ს სესხი მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით) აქვთ აღებული, 34.7%-ს - მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 11.9%-ს - როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 60-ით გაიზარდა და 333 ერთეული შეადგინა. მეურნეობაში უმრავლესობა 61.9% ქართლშია განთავსებული. წლის განმავლობაში მომსახურება 485 მომხმარებელს გაეწია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 14-ით აღემატება. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით იქნა შესყიდული, 920 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2 169 კაცით განისაზღვრა. ცნობისთვის 2021 წელთან შედარებით სამაცივრეების რაოდენობის ზრდის მიუხედავად მეურნეობებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა (2021 წელი - 2 166 ადამიანი).

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სამაცივრე მეურნეობების დიდი ნაწილი ტექნოლოგიურად აღჭურვილია. მეურნეობაში 54.7% თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულადაა აღჭურვილი, 42.6% - ნაწილობრივ, ხოლო 2.7% თანამედროვე ტექნოლოგიებით საერთოდ არ არის აღჭურვილი.

ამასთან, წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობები დღიურად სანახევროდ იყო დატვირთული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, თვეები განმავლობაში კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 53.7%-ს, თებერვალში - 51%-ს, მარტში - 44.5%-ს, აპრილში - 42.1%-ს, მაისში - 54.8%-ს, ივნისში - 53.9%-ს, ივლისში - 51.5%-ს, აგვისტოში - 55.7%-ს, სექტემბერში - 52%-ს, ოქტომბერში - 56.8%-ს, ნოემბერში - 58.3%-ს, ხოლო დეკემბერში - 53.2%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები