მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სანავთობო ბიტუმისა და LPG-ის იმპორტი გაიზარდა

62b5773f69689
BM.GE
24.06.22 13:34
722
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის მაისის თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 10.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5.3 ათასი ტონით ანუ 100%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,5 ათასი ტონით ანუ 4,5%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11,1 ათასი ტონა) შედარებით.

ამასთან, 2022 წლის მაისის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 10,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 99,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ერაყი - 0,1 ათასი ტონა (0,9%).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2022 წლის მაისის თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 4,7 ათასი ტონა, რაც 1.4 ათასი ტონით ანუ 42,4%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (3,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,9 ათასი ტონით ანუ 23,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (3,8 ათასი ტონა) შედარებით.

2022 წლის მაისის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები