მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საქონლის ხორცის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

ხორცი

საქართველოში წლის პირველ ნახევარში ხორცის იმპორტი მცირედ გაიზარდა. ქვეყანამ ჯამში 15 მილიონ 348 ათასი დოლარის ღირებულების 3 869 ტონა ახალი და გაყინული ხორცი იყიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული ხორცის ღირებულება 6.6%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 10.9%-ით.

ხორცის იმპორტში დიდი წილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცს უკავია, რაც 6 თვეში 11 მილიონ 730 ათასი დოლარის ღირებულების 3 206 ტონას შეადგენდა. გაყინული ხორცის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის ბრაზილიაა. TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. ბრაზილია - $4.3 მლნ, 1 701 ტონა;
  2. ლიეტუვა - $3.6 მლნ, 594 ტონა;
  3. უკრაინა - $2.9 მლნ, 796 ტონა;
  4. რუსეთი - $246 ათასი, 18 ტონა;
  5. პოლონეთი - $195 ათასი, 25 ტონა;

რაც შეეხება ახალ ან გაციებულ ხორცს, 6 თვეში საქართველომ 3 მილიონ 418 ათასი დოლარის 663 ტონა პროდუქტი ძირითადად რუსეთიდან ($1.4 მლნ, 369 ტონა), ნიდერლანდებიდან ($1.1 მლნ, 137 ტონა), ბელარუსიდან ($582 ათასი, 149 ტონა), აშშ-დან ($116 ათასი, 3 ტონა) და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ($81 ათასი, 1 ტონა) შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები