მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია DNT Group-მა დაიწყო ოპერირება

617951fb2de90
BM.GE
28.10.21 10:10
2644

სასტუმროების მრავალწლიანი მართვის გამოცდილების მქონე მენეჯერების გაერთიანებით, სტარტი აიღო ახალმა წამოწყებამ, რომლის ფარგლებშიც ისინი მზად არიან მენეჯერული მხარდაჭერა გაუწიონ საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებს მთელი საქართველოს მასშტაბით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ მათი დატვირთულობა, სერვისი და მთლიანად ფინანსური მდგომარეობა.

DNT Group-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შემდეგი მომსახურებები:

• სასტუმროს დაგეგმარება/დეველოპმენტი
• სასტუმროს მომზადება გახსნისთვის
• კადრების შერჩევა-დატრეინინგება
• მოქმედი სასტუმროს მართვის ოპტიმიზება
• მიღება-განთავსებისა და გაყიდვების სამსახურების აწყობა/გამართვა
• სასტუმროს სრული მართვა
• საბროკერო მიმართულება

ამჟამად ჯგუფის მართვის ქვეშ იმყოფება 7 მიმდინარე პროექტი, მათ შორის 2 სასტუმრო რეგიონებში და 1 მშენებარე სასტუმრო თბილისში.

„სასტუმროები დღესდღეობით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა: პანდემიისგან გამოწვეული არასტაბილური ბაზარი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, გაზრდილი კონკურენცია, არასწორი საფასო პოლიტიკა და საქმის არასწორი დელეგირება“ - აღნიშნავს DNT ჯგუფის ერთერთი დამფუძნებელი დავით მესხი და აქვე დასძენს, თუ რატომ უნდა ითანამშრომლოს სასტუმრომ მათ ჯგუფთან:

1. კვალიფიციური და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი
2. ტურიზმის ბაზრის სრულყოფილი ცოდნა
3. ბევრი წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტი
4. მოქნილი და ინდივიდუალური მიდგომა, პროექტიდან გამომდინარე.
5. ფინანსური შედეგების გარანტირებული გაუმჯობესება

რაც შეეხება ჯგუფის გეგმებს, „ჩვენი გუნდის გეგმაშია, წლის განმავლობაში პროექტების გაფართოება და ბევრი კმაყოფილი პარტნიორის შეძენა“ - აღნიშნავს კომპანიის გენერალური მენეჯერი ნინო ლომიძე.

DNT ჯგუფის მიმდინარე საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.dntgroup.ge

 

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები