მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 2 783-მდე გაიზარდა - როგორია გეოგრაფია?

სასტუმრო

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 731 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 4.5%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.

გასულ წელს ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (21.3%) და თბილისში (20.9%).

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2025 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 65.5%-ს, 33.3% შპს იყო, ხოლო 0.5% სააქციო საზოგადოება.

2025 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 მილიონ 964 ათას კვადრატული მეტრი იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.8%-ით მეტია. გასულ წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 120.2 ათასი შეადგინა, რაც 6%-ით მეტია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა და 54.3 ათასი შეადგინა.

ამასთან, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 101 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.5%) ქალები წარმოადგენდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები