მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში სასტუმროებით მომსახურება მნიშვნელოვნად გაიაფდა - რამ გამოიწვია ფასების კლების ტენდენცია?

„PMCG Research“-ის მიერ მომზადებული სასტუმროს ფასების ინდექსის 2025 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასტუმროებით მომსახურება მნიშვნელოვნად გაიაფდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში.2025 წლის ოქტომბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი 9.6%-ით შემცირდა წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა აჭარაში (-18.5%), გურიაში (-13.6%) და კახეთში (-11.8%).3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.9%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 10.6%-ით.2025 წლის ოქტომბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 2.3%-ით შემცირდა წინა წლის (2024 წლის) შესაბამის თვესთან შედარებით. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში (-13.1%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (-11.4%) და კახეთში (-11.0%).თბილისი ერთადერთი მსხვილი რეგიონია, სადაც ფასების ინდექსი წლიურად 2.5%-ით გაიზარდა. ერთიან სურათში, სასტუმროების მომსახურების ფასების კლების ტენდენცია რისი ინდიკატორია ბიზნესისთვის და როგორ ხურავს 2025-ს სექტორი?

სტუმარი: ქეთევან მელაძე - "სასტუმროების ასოციაცია", დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები