მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში საწვავი 3-10 თეთრით გაძვირდა - რა ფასად შეიძენთ ბენზინს/დიზელს?

საწვავი

საქართველოში, საწვავი აგვისტოშიც გაძვირდა და გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 3-10 თეთრით გაიზარდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ფასი.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი დღეს 6 აგვისტოს შეიცვალა. ივლისის შემდეგ სხვადასხვა ტიპის საწვავი 3-5 თეთრით გაძვირდა. ამჯერად, Wissol-ის ქსელში საწვავი 6 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

ეკო სუპერი - ₾3.56; გაძვირდა - 3 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.17; გაძვირდა - 5 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾3.08; გაძვირდა - 4 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.03; გაძვირდა - 4 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.96; გაძვირდა - 3 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾2.98; გაძვირდა - 4 თეთრი;


Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 4 აგვისტოს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 4 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი - ₾3.57, გაძვირდა - 4 თეთრით;
G-Force პრემიუმი - ₾3.17, გაძვირდა - 4 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.07, გაძვირდა - 4 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾2.97, გაძვირდა - 4 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.13, გაძვირდა - 4 თეთრით;
ევრო დიზელი - ₾3.03, გაძვირდა - 4 თეთრით;
გაზი - ₾1.69;

საწვავის გაძვირდა Socar-ის გასამართ სადგურებზეც. 23 ივლისიდან ამ ქსელში კონკრეტული ტიპის საწვავის ფასი 5-10 თეთრით არის გაზრდილი. დღეისთვის აღნიშნული ბრენდის გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ასეთია:

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

ნანო სუპერი - ₾3.55; გაძვირდა - 10 თეთრით;
ნანო პრემიუმი - ₾3.15; გაძვირდა - 10 თეთრით;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.95; გაძვირდა - 10 თეთრით;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.08, გაძვირდა - 5 თეთრი;
ევრო 5 დიზელი - ₾2.99, გაძვირდა - 9 თეთრი;
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60

ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელების, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივლისის ბოლოს კომპანიების ვებგვერდზე დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით დღეისთვის Rompetrol-ის ქსელში საწვავის ფასი ჯერჯერობით უცვლელად რჩება:

Rompetrol-ს ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

Efix სუპერი - ₾3.54;

Efix ევრო პრემიუმი - ₾3.17;

ევრო რეგულარი - ₾2.95;

Efix ევრო დიზელი - ₾3.10;

ევრო დიზელი - ₾3.05;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, ივლისის შემდეგ საწვავი 5-10 თეთრით გაძვირდა. ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Euro Super – ₾3.49; გაძვირდა - 5 თეთრით;

Premium Avangard - ₾3.03; გაძვირდა - 10 თეთრით;

Euro Regular - ₾2.83; გაძვირდა - 8 თეთრით;

Euro Diesel - ₾2.98; გაძვირდა - 8 თეთრით;

Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:

Super - ₾3.19, გაძვირდა - 20 თეთრი;

Premium - ₾2.94, გაძვირდა - 5 თეთრით;

Euro Regular - ₾2.74, გაძვირდა - 5 თეთრით

Euro Diesel - ₾2.99; გაძვირდა - 5 თეთრით

Effect Diesel - ₾2.79; გაძვირდა - 5 თეთრით

უნდა აღინიშნოს, რომ მარტში ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულების შემცირება დაიწყო. საქართველოში საწვავის რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად, ქვეყნის შიგნით საწვავის კიდევ უფრო მეტად გაიაფებასაც პროგნოზირებდნენ. საწვავის გაიაფების ტენდენცია მაისშიც შენარჩუნდა. თუმცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის დაღმავალი ტრენდი, ზრდით შეიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ღირებულება არ გაზრდილა, თუმცა საქართველოში საწვავის ფასი ნავთობიმპორტიორმა და საწვავის რეალიზატორმა ბრენდებმა გააძვირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები