საქართველოში, საწვავი ივლისშიც გაძვირდა და გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 2-დან 20 თეთრით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მარტში ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულების შემცირება დაიწყო. საქართველოში საწვავის რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად, ქვეყნის შიგნით საწვავის კიდევ უფრო მეტად გაიაფებასაც პროგნოზირებდნენ. საწვავის გაიაფების ტენდენცია მაისშიც შენარჩუნდა. თუმცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის დაღმავალი ტრენდი, ზრდით შეიცვალა და ქვეყანაში საწვავის ფასი ბოლოს ერთი თვის წინ 24 ივნისს გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ღირებულება არ გაზრდილა, თუმცა საქართველოში საწვავის ფასი ნავთობიმპორტიორმა და საწვავის რეალიზატორმა ბრენდებმა გააძვირეს.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ფასი.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი დღეს 23 ივლისს შეიცვალა. მიმდინარე თვის განმავლობაში ამ ბრენდის ქსელში ფასის მეორე კორექტირებაა. ივნისის შემდეგ ჯამურად 13-16 თეთრით არის გაზრდილი. ამჯერად, Wissol-ის ქსელში საწვავი 6 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
ეკო სუპერი - ₾3.53; გაძვირდა - 6 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.12; გაძვირდა - 6 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾3.04; გაძვირდა - 6 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.99; გაძვირდა - 6 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.93; გაძვირდა - 6 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾2.94; გაძვირდა - 6 თეთრი;
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 21 ივლისს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 6 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.53, გაძვირდა - 6 თეთრით;
G-Force პრემიუმი - ₾3.13, გაძვირდა - 6 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.03, გაძვირდა - 6 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾2.93, გაძვირდა - 6 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.09, გაძვირდა - 6 თეთრით;
ევრო დიზელი - ₾2.99, გაძვირდა - 6 თეთრით;
გაზი - ₾1.69;
საწვავის გაძვირდა Socar-ის გასამართ სადგურებზეც. 25 ივნისიდან ამ ქსელში კონკრეტული ტიპის საწვავის ფასი 3-4 თეთრით არის გაზრდილი. დღეისთვის აღნიშნული ბრენდის გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ასეთია:
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.45;
ნანო პრემიუმი - ₾3.05;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.85;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.03, გაძვირდა - 4 თეთრი;
ევრო 5 დიზელი - ₾2.90, გაძვირდა - 3 თეთრი;
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60
ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელების, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისში კომპანიების ვებგვერდზე დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით დღეისთვის Rompetrol-ის ქსელში დღეს, საწვავი 9-19 თეთრით არის გაძვირებული:
Rompetrol-ს ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Efix სუპერი - ₾3.54; გაძვირებულია - 9 თეთრით;
Efix ევრო პრემიუმი - ₾3.17; გაძვირებულია - 14 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾2.95; გაძვირებულია - 18 თეთრით;
Efix ევრო დიზელი - ₾3.10; გაძვირებულია - 14 თეთრით;
ევრო დიზელი - ₾3.05; გაძვირებულია - 19 თეთრით,
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, ივნისის შემდეგ საწვავი 2-5 თეთრით გაძვირდა. ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Euro Super – ₾3.44; გაძვირდა - 2 თეთრით;
Premium Avangard - ₾2.93; გაძვირდა - 5 თეთრით;
Euro Regular - ₾2.75; გაძვირდა - 4 თეთრით;
Euro Diesel - ₾2.90; გაძვირდა - 5 თეთრით;
Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:
Super - ₾2.99, გაძვირდა - 10 თეთრი;
Premium - ₾2.89, გაძვირდა - 15 თეთრით;
Euro Regular - ₾2.69, გაძვირდა - 15 თეთრით
Euro Diesel - ₾2.94; გაძვირდა - 20 თეთრით
Effect Diesel - ₾2.74; გაძვირდა - 20 თეთრით
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. ნედლი ნავთობი 65 დოლარი ღირს, რაც თვის ჭრილში თითქმის 1%-იანი ზრდაა, თუმცა წლიურად ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 16%-ით არის შემცირებული. Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი 68 დოლარამდეა შემცირებული, თვის ჭრილში მატება 1.5%-ია, წლიურად კლება კი 16%-ს შეადგენს. რაც შეეხება რუსულ ურალს, მისი ფასი 65 დოლარია, თვის და წლის ჭრილში კლება 9% და 14%-ია.




























