მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა - სად, რა ფასად შეიძენთ ბენზინს/დიზელს?

საწვავი ფასი

მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში, აპრილის განმავლობაში საწვავის გაძვირებას განაგრძობს. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, აპრილის განმავლობაში საწვავი კიდევ 15-52 თეთრით გაძვირდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასებისარქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში აპრილში საწვავის ფასი 3-ჯერ - 3 აპრილს, 16 აპრილს და 28 აპრილს შეიცვალა. თვის განმავლობაში ბენზინი 16 თეთრით, ხოლო დიზელზე 40 თეთრით გაძვირდა.

შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾4.09, ზრდა - 16 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾3.69, ზრდა - 16 თეთრით;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.55, ზრდა - 16 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - ₾3.53, ზრდა - 16 თეთრით;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾4.27, ზრდა - 40 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.17, ზრდა - 40 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ მარტში ამ ბრენდის ქსელში ბენზინი 40-46 თეთრით, ხოლო დიზელი 74 თეთრით გაძვირდა. Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ზრდა 9 მარტიდან დაიწყო და თვის განმავლობაში 5-ჯერ შეიცვალა.

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 1, 4, 9, 16, 18, 23 და 29 აპრილს შეიცვალა. ამ შემთხვევაშიც ბენზინი 26 თეთრით, დიზელი კი აპრილის განმავლობაში 50-52 თეთრით გაძვირდა.

დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • ეკო სუპერი - ₾4.08; ზრდა - 26 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი - ₾3.68; ზრდა - 26 თეთრი;
  • ეკო დიზელი - ₾4.22; ზრდა - 50 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.19; ზრდა - 52 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.53; ზრდა - 26 თეთრი;
  • დიზელ ენერჯი - ₾4.12; ზრდა - 50 თეთრი;

ზოგადად, Wissol-ში ფასების კორექტირება 7 მარტიდან იწყება და თვის განმავლობაში 6-ჯერ დაკორექტირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, მარტში საწვავი ტიპის მიხედვით 28-59 თეთრით გაძვირდა.

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასის 2 და 6 აპრილს დაკორექტირდა. შესაბამისად აპრილის განმავლობაში საწვავი 15-30 თეთრით გაძვირდა.

დღეს, ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾3.87; ზრდა - 15 თეთრი;
  • ნანო პრემიუმი - ₾3.55; ზრდა - 15 თეთრი;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.39; ზრდა - 15 თეთრი;
  • ევრო 5 დიზელი - ₾3.80; ზრდა - 30 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.90; ზრდა - 30 თეთრი

ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ „სოკარში“ ფასების კორექტირება 11 მარტიდან დაიწყო და მარტის განმავლობაში 3-ჯერ შეიცვალა. ჯამში ბენზინი 17-29 თეთრით, ხოლო დიზელი 37-51 თეთრით გაძვირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა თვის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც მნიშვნელოვნად გაძვირდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

  • Efix სუპერი - ₾3.99; ზრდა - 7 თეთრი;
  • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.59; ზრდა - 16 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.39; ზრდა - 4 თეთრი;
  • Efix ევრო დიზელი - ₾4.12; ზრდა - 17 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.07; ზრდა - 17 თეთრი;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Euro Super – ₾3.92; ზრდა - 18 თეთრი;
  • Premium Avangard - ₾3.52; ზრდა - 13 თეთრი;
  • Euro Regular - ₾3.37; ზრდა - 13 თეთრი;
  • Euro Diesel - ₾3.96; ზრდა - 12 თეთრი.

მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარტში კომპანიებს ჯერ კიდევ ჰქონდათ 1-2-კვირიანი მარაგები, რამაც საწვავის ეტაპობრივად გააძვირა. თუმცა აპრილში, გლობალურ ბაზარზე ნავთობის კიდევ უფრო მეტად გაძვირების პირობებში, მიმდინარე თვეში ბენზინის და დიზელის საწვავი უფრო მეტად გაძვირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები