მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე კარანტინში გადავა, საზღვრებთან საკარანტინეები მოეწყობა

5e7481d294229
დავით ჯალაღონია
20.03.20 12:40
2865
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო ზონებთან საკარანტინე სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა დეტალი, რაც ამ ვითარებაშია საჭირო. მაგალითად, გაიზარდა სახმელეთო ზონებიდან შემოსვლა ჩვენი მოქალაქეებისა. ეს არის სარფი, ლარსი და წითელი ხიდი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერისგან, რომ სასწრაფოდ მობილიზებულ იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები, რადგან დღევანდელი გადაწყვეტილებაა, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს, საკარანტინე ზონაში იქნება განთავსებული, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანარჩენი მოქაალქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა", – განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები